Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან კი იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი"

თარიღი : 9-10-2018, 22:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს.
მოხუცის ქალის მტკიცებით, შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით წაიყვანეს, რომ ღამე ოჯახის წევრებს მოხუცი ქალის ხვრინვა აწუხებდათ.
მოხუცი ქალბატონის თქმით, 4 დღეა მას საჭმელი არ უჭამია, მის პენსიას კი ოჯახის წევრები იღებენ.

"ერთი შვილი მყავს ბიჭი, ქუთაისში ცხოვრობს. ასევე მყავს 2 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი, მაგრამ ჩემთვის არავის ცალია. მე ქუთაისში მაქვს ბინა, ახლა იმ სახლში ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. მათთან ერთად ვცხოვრობდი, არც ვხმაურობდი და არაფერი, უბრალოდ ღამე, ძილში თურმე ვიცი ხვრინვა და ჩემმა შვილიშვილმა ეს ვერ აიტანა და ზესტაფონში წამომიყვანა და მარტო დამტოვა ცივ სახლში. არავინ პატრონი არ მყავს, 4 დღეა საჭმელი არ მიჭამია. პენსიას ჩემი შვილი იღებს,"- ამბობს ირა ნიკაჭიძე.

ქალბატონის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "სიკეთის ქალაქი" ავრცელებს და საზოგადოებას მიტოვებული ქალის დასახმარებლად და საკვების შესაძენად დახმარებას თხოვს.

ირა ნიკაჭაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 577 566 599.


ნანახია: 5453-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი რამდენიმე კვადრატ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს.
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
13 წლის საბა მასზე ერთი წლით უმცროს ძმასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყელვანში ცხოვრობს.
დახმარების თხოვნა მას შემდეგ მოუხდა, რაც ოთხი წლის წინ, ჭიათურაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შვილი და რძალი
ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამინდი