Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ ქალაქის მერის იტალიაში ვიზიტის ხარჯები გაასაჯაროვა

თარიღი : 8-10-2018, 21:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერისა და მერიის დელეგაციის ვიზიტის ხარჯებს აქვეყნებს. მერიამ ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და სასამართლოში სარჩელის შეტანა დააანონსა.

მერიის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა 7000 ლარი შეადგინა.

"მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა 4800 ლარი დანარჩენი თანხა გაცემულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211 დადგენილების მე-3 მუხლის მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად, სადაც წერია, რომ მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ასევე, თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები.

სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით,"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერისა და ვიცე მერის ვიზიტი ქალაქ კოზენცაში მიმდინარე წლის 6-9 სექტემბერს ოფიციალური მიწვევით განხორციელდა. ვიზიტის მიზანს ორ ქალაქს შორის ურთიერთანამშრომლობის გზებზე საუბარი და ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები წარმოადგენდა. შეხვედრა ოფიციალურად ქალაქ კოზენცას მერიის შენობაში შედგა ქუთაისის მერსა და კოზენცას მერ მარიო ოჩიუტოს შორის, სადაც საუბარი სამომავლო ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამებს შეეხო, რომლის ფარგლებში სამომავლოდ კოზენცაში ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრის გასტროლი იგეგმება.

ქუთაისსა და კოზენცას შორის მეგობრობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.


ნანახია: 525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის ინფორმაციით, 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი
ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის.
თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მივლინებები და ვიზიტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწერილი
განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აკეთებს.
მერი პოლონეთის რესპუბლიკაში ხუთი დღით იმყოფებოდა.
ოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი