Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის

თარიღი : 8-10-2018, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის.

პარტიის წევრის გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მერის იტალიაში,ქალაქ კოზენცაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

შუშანიას თქმით, დაირღვა კანონი,რის გამოც სარჩელს საიასთან ერთად ამზადებს. მისივე განმარტებით, მერი დელეგაციასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯით წავიდა, კოზენცას დაფინანსებით მყოფი მხატვრებისთვის კი თანხა სრულად ჯერ არ გადმოურიცხავთ.

შუშანია ითხოვს პასუხს, რა თანხა დაიხარჯა იტალიაში გიორგი ჭიღვარიას ვიზიტისათვის.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ვიზიტის დროს ქართველმა მხატვარმა ქუთაისისა და კოზენცას მერები დახატა,რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჯერჯერობით უცნობია უპასუხებენ თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში.


ნანახია: 851-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები
მერიის ინფორმაციით, 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი