Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა

თარიღი : 7-10-2018, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა, გეზმრბენში საქალაქო ტურნირით გაიხსნა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ქუთაისის 40 საჯარო და კერძო სკოლის 150-მდე გოგონათა და ვაჟთა გუნდი იასპარეზებს.

შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში (მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები და შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები) გაიმართება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მე-5 წელია იმართება. საქალაქო ტურნირის გამარჯვებული გუნდები რეგიონულ, შემდეგ კი ზონალურ და რესპუბლიკურ ჩემპიონატებში იასპარეზებენ. გამარჯვებულები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გამოვლენ, რომელიც ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

აღსანიშნავია, რომ 2016 და 2018 წლებში მსოფლიო ბავშვთა ჩემპიონატზე ქუთაისიდან ვაჟ კალათბურთელთა მე-3 საჯარო სკოლისა და 21-ე საჯარო სკოლის ბანდმინტონის გოგონათა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს.


ნანახია: 1012-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.

ამინდი