Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 2019 წელს იმერეთის რეგიონში განხორციელდება

თარიღი : 2-10-2018, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით 1 მლრდ 965 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 139 მლნ 800 ათასი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში საგზაო ინფრასტრუქტურის 13 პროექტია ჩადებული.

როგორც მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ყველაზე დიდი თანხა 317,9 მლნ ლარი რიკოთის გვირაბი-არგვეთას მონაკვეთზე დაიხარჯება.

135 მლნ ლარი მოხმარდება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გზისა და გვირაბის მშენებლობას.

20 მლნ ლარია გაწერლი ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტუქცია-რეაბილიტაციაზე.

ასევე, მომავალ წელს დაგეგმილია ასევე ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტის პროექტით 15 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მომავლ წელს დაგეგმილია ასევე იმ პროექტის განხორციელება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლებია ელოდება.

კერძოდ 28,5 მლნ ლარია გამოყოფილი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 20 მლნ ლარით დააფინანსებს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა, ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია მშენებლობას.

გარდა ამისა, მომავალი წლისთვის დაგეგმილია შემდეგი პროექტები: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- რიკოთის მონაკვეთი (100 მლნ ლარი), სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი (100 მლნ ლარი), ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (70 მლნ ლარი), გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (58.5 მლნ ლარი), ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლი (54 მლნ ლარი), ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა (20 მლნ ლარი), ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (13 მლნ ლარი).

bfm.ge


ნანახია: 642-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული
დაგეგმილია 100 ლიკომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.

ამინდი