Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ამბობენ, რომ ყინულის მოედნის დანგრევა და კორპუსის აშენება უნდათ,'- ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენას ითხოვენ

თარიღი : 2-10-2018, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ყინულის მოედანთან მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, რვა თვეა დაწესებულება არ ფუნქციონირებს, რადგან ადმინისტრაციამ მთავარი აგრეგატის-რაც მოედნის მუშაობას უზრუნველყოფს, შეძენა ვერ მოახერხა.

მშობლები ყინულის მოედნის ადმინისტრაციას და ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„ამ მოედანმა ჩემი შვილი გადაარჩინა. ბავშვების ჯანმრთელობისთვის მისი არებობა მნიშვნელოვანია. ამ მოედანზე ჩემპიონები დადიან. ქალაქის მერიამ კი რვა თვის განმავლობაში ყინულის აგრეგატის შეძენა ვერ მოახერხა. თუ მოედანი მუშაობას უახლოეს პერიოდში არ დაიწყებს, უფრო მეტი შევიკრიბებით. ამბობენ, რომ ყინულის მოედნის დანგრევა და აქ კორპუსის აშენება უნდათ, ამის უფლებას არავის მივცემთ,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აგრეგატის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე მოძიებულია თანხები და უახლოეს დღეებში იგეგმება ტენდერზე გაშვება. აგრეგატის შესყიდვამდე რამდენიმე დღეში დაიწყება ყინულის მოედნის გარეცხვა და სხვა ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება ყონულის მოედნის ტერიტორიის გასხვისებას, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არც არასოდეს ყოფილა," - აცხადებენ სპორტულ ააიპში.


ნანახია: 2203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყინულის მოედანზე სხვადასხვა ჯგუფში 360-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
ობიექტზე შეფერხების მიზეზი იმ მთავარი აგრეგატის დაზიანება გახდა, რაც მოედანზე ყინულის არსებობას უზრუნველყოფს.
ქუთაისში ყინულის მოედანი 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
ყინულის მოედნის დირექტორის თანამდებობა 2 თვე ვაკანტური იყო. ყოფილმა უფროსმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
განცხადებას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელის, კობა ფხაკაძის თქმით, დანადგარი შემსყიდველმა კომპანიამ ევროპიდან უნდა ჩამოიტანოს.

ამინდი