ვინ იქნება ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე?
თარიღი : 28-01-2014, 14:14 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედ საკონკურსო საატესტაციო კომისიას ხვალიდან ახალი თავმჯდომარე ეყოლება.
ხვალ ჩანიშნულ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობა კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საკრებულოს დეპუტატის დავით დვალის არჩევის საკითხის დასმას გეგმავს.
დვალი ქუთაისის საკრებულოში „ქრისტიან-დემოკრატების“ ქვოტით მოხვდა. „ქრისტიან-დემოკრატების“ დატოვების შემდეგ დავით დვალი საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებდა საქმიანობას, ხოლო ამჯერად ის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელია.
ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა გასულ კვირას საკრებულოს უმრავლესობამ მარგველაშვილს აღნიშნული თანამდებობა დაატოვებინა. დეპუტატებმა მიზეზად კომისიის არაობიექტურობა და მერიაში ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების კომისიის მიზეზით გაუქმება დაასახელეს.
ცნობისთვის, საკონკურსო კომისია თავიდან 7 კაცის შემადგენლობით დაკომპლექტდა, თუმცა ამ ეტაპზე მასში ორი წევრია დარჩენილი. დანარჩენმა ხუთმა წევრმა კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა.