Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘დატოვე პარლამენტი ქუთაისში,’- სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისში პროტესტისთვის ემზადება

თარიღი : 2-10-2018, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ. ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ქუთაისში ფიქრობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქი სტატუსს და განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.

„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე თვლის, რომ ქუთაისს სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა, რომ იყოს პოლიტიკური ცენტრი.

„ამ ქალაქს სჭირდება ფუნქცია,“ - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მესხიშვილის თეატრის ადმინისტრატორი ზეკო ხაჩიძე თვლის, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება წარსულში დაბრუნებაა.

„ჩვენ არ გვინდა წარსულში ყურება. აღარ მეგონა, თუ 2018 წელსაც იმის მტკიცება დაგვჭირდებოდა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს,“ - ამბობს ზეკო ხაჩიძე.
რადიო „ძველი ქალაქის“ პროგრამების დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყნის მოსახლეობას თანაბარი განვითარების შანსს ართმევს.

„როცა საუბარია ქვეყნის მოსახლეობის თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და ეს კონსტიტუციაშიც წერია, ეს პრინციპი იქვე ირღვევა ყველა სახელმწიფო ორგანოს ერთ ქალაქში თავმოყრით. პარლამენტის ქუთაისში არსებობა რეგიონის განვითარების შანსია,“ - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

სამოქალაქო სექტორს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 12:00 საათზე აქვთ დაგეგმილი.


ნანახია: 3919-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ.
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს,
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანები ქვეყნის
ორგანიზაციის წევრთა განმარტებით, ქვეყნის თანაბარი განვითარების პირობა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებაა.

ამინდი