Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი მეცნიერები შავი ზღვის აფეთქებას პროგნოზირებენ, არადა ამ დროს 'ჭუჭუს წელვა' შეიძლება კანონით აიკრძალოს,'- დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკა

თარიღი : 29-09-2018, 23:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „კლინიკა ბომონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". ჟურნალისტი რუბრიკაში კვირის მნიშვნელოვანი ამბების იუმორით გაჯერებულ შეფასებას გთავაზობთ.

"ჩვენი მეცნიერები შავი ზღვის აფეთქებას პროგნოზირებენ, არადა ამ დროს „ჭუჭუს წელვა“ შეიძლება კანონით აიკრძალოს.

ერთი ჩემი კოლეგა კახეთიდან მწერდა:

-ამერიკელი სტუმრები გვყავს თელავში, თან გადავყევით, ეს თუშეთიო, ის სიღნაღიო, თბილისი-მცხეთა, ხინკალი და კახური ღვინო, თათარა და რთველიო, მაგრამ თავს იკლავენ გინდა თუ არა ქუთაისი გვაჩვენეო. მეთქი რად გინდათ ქუთაისის ნახვა?

- ქუთაისში ხომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც პარლამენტია ის ქალაქი ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ქვეყანაშიო... (უპასუხნიათ ამერიკელებს).
რა გინდა რომ თქვა?...ვიტყვი ისევ ჩემი კოლეგის, ეკა ფხაკაძის ფეისბუქ-სტატუსით, რომელიც ამ დღეებში გამოაქვეყნა.
„1975 წელს, ნიუ-იორკის ფინანსური კრიზისის დროს , ქალაქმა თეთრ სახლს დახმარების თხოვნით მიმართა. პრეზიდენტმა ფორდმა ნიუ-იორკს უარი უთხრა. მაშინ სტატია დაიბეჭდა დაახლოებით ასეთი სათაურით - ფორდი ეუბნება ნიუ-იორკს: მოკვდი. ამ სათაურის ირგვლივ დიდი პოლემიკა დაიწყო. ფორდმა არჩევნები წააგო. მერე თქვა, რომ არა ეს სათაური, არჩევნებს მოვიგებდიო. სათაური ნამდვილად მაგარი იყო და შევიდა კიდეც ჟურნალისტიკის ისტორიაში, მაგრამ ფორდის დამარცხება არჩევნებში ხალხის პასუხი იყო“.

დღეს ქუთაისს ეუბნებიან-მოკვდი! ქუთაისი ნამდვილად არ მოკვდება, მითუმეტეს მაგათზე ადრე. უბრალოდ ღირსების ამბავია...

თემას გავაგრძელებ ამ კვირის მარგალიტებით:

შავი ზღვა შეიძლება აფეთქდესო-ბჟუტურებს ვიღაც აკადემიკოსი. ტრაგედია ის კი არ არის აბსოლუტურ სისულელეს რომ ამბობს ეს პატივცემული გვამი, არამედ ის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ ასეთ მეცნიერებათა აკადემიას, მთელი თავისი უსაქმურებითა და პროტეზების ჭახა-ჭუხით. პირდაპირ გული მეწვის, როდესაც ჩვენი მეცნიერება ასეთ სისულელეზე ცდება, მაშინ როდესაც „ნასა“ და დანარჩენი მსოფლიო მარსზე იღებენ სელფებს მთვარის ხედით. ცოტათი მაინც ვაფინანსებდეთ ამ უსაქმურთა კანტორას- მეცნიერებათა აკადემიას!

მოკლედ, ამ ამბავს თუ მიეხედა, მერე იქნებადა საერთო-სახალხო ონანიზმზეც მოვახერხოთ რამე. ესეც სერიოზული პრობლემაა, მით უფრო პოლიტიკური მოძრაობა "გირჩი", რომელიც "ჭუჭუს" ერთ სანტიმეტრზე მეტის გაწელვის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. იმედია, ეს მზაკვრული გეგმა არ გაუვა ამჯერად "გირჩს" და მის ლიდერ ჯაფარიძეს, რადგან ჭუჭუს წელვის რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს მასტურბირების პროცეს. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ მოსახლეობის 95% -ს სექსი არ აქვს და იმ 5 პროცენტს კიდევ რა აქვს კაცმა არ იცის, უმძიმეს შედეგებს მივიღებთ".

„კლინიკა ბომონდი" მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.

კლინიკაში მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში ელოდებიან. უნაყოფობის მიზეზების დასადგენად კლინიკაში ტარდება ნებისმიერი ენდოკრინული პათოლოგიის კვლევა, ასევე, წარმოებს ექოსკოპიური დიაგნოსტირება საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების ანატომიური ანომალიების განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხდება ფოლიკულის მონიტორინგი და კვერცხსავალი მილების გამტარიანობის შემოწმება როგორც ექოსკოპიურად, ისე რენტგენის საშუალებით.


ნანახია: 2917-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
'კლინიკა ბომონდი' პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას ისეთი მიმართულებით სთავაზობს, როგორიცაა: გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა;
'კლინიკა ბომონდში' მომუშავე რეპროდუქტოლოგები წარმატებით საქმიანობენ და იმ წყვილებს ეხმარებიან, რომლებიც შვილს წლების განმავლობაში
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი