Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ დასაქმდა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში?

თარიღი : 28-01-2014, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგები შეაჯამა.
იმერეთის გუბერნიაში რეორგანიზაცია გასული წლის 29 ნოემბერს დაიწყო და 60 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო. რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 7 სამსახურიდან სამხარეო ადმინისტრაციაში 4–აპარატის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, ეკონომიკური პროექტების კოორდინირებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურები დარჩა. რაც შეეხება მომუშავეთა რაოდენობას, აღნიშნული რიცხვი არ შეცვლილა და ის 53 კაცით განისაზღვრა.
გუბერნატორის გადაწყვეტილებით, აპარატის სამსახურს გოჩა გაბუნია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერი კოტე ლომიძე, ხოლო ეკონომიკური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის უფროსი იოსებ ხახალეიშვილი იქნება. რაც შეეხება მეოთხე სამსახურს, საგანგებო სიტუაციების სამსახურში უფროსის თანამდებობა ვაკანტური რჩება, ხოლო მოადგილე აკაკი ტყავაძე იქნება.
იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომელთა ნაწილი უვადოდ დაინიშნა, ხოლო ნაწილი კონკურსს დაექვემდებარება. კონკურსი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო საკონკურსო კომისიას გუბერნატორი უხელმძღვანელებს.


ნანახია: 3847-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებას 25 კონკურსანტი გაივლის.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
საკადრო ცვლილება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
სამხარეო ადმინისტრციაში Topnews.com.ge-ს იმ მასალას პასუხობენ, რომელშიც ჭაბუკი გრძელიშვილის იმერეთის გუბერნიაში დასაქმებაზე იყო
ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის მოვალეობას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის
აპრილის თვეში გუბერნიის სამსახურის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე გამოცხადდება კონკურსი

ამინდი