გოგი წულაია იუმორისტული გადაცემის წამყვანი გახდა (ექსკლუზივი)

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია იუმორისტული გადაცემის წამყვანი გახდა.
"hot გოგი" -ასეთია იმ გადაცემის სახელწოდება, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში ყოველ კვირას განთავსდება.
პოლიტიკოსის თქმით, გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით წინადადება ახალგაზრდების ჯგუფისგან მიიღო.
"ახალგაზრდებმა შემომთავაზეს იუმორისტული გადაცემის წაყვანა. ბუნებრივია ამ წინადადებას დავთანხმდი. პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილიცაა, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ვისაუბრებთ ქუთაისის, ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით დაგროვილ ამბებზე,"- განაცხადა გოგი წულაიამ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას.
იუმორისტული გადაცემების გადაღების და ინტერნეტ-სივრცეში განთავსების იდეის ერთ-ერთი ავტორი დათუნა ფურცხვანიძეა, რომელიც გადაცემებს რეჟისურაც გაუწევს. მისი თქმით, ქუთაისი მსგავსი ტიპის იუმორიტული გადაცემების ნაკბლეობას განიცდის.
"ჩვენ ვართ ყოფილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები, რომლებსაც ამ ქალაქის უფრო გამოცოცხლება და გააქტურება გვინდა. მეგობრებმა მოვიფიქრეთ, რომ შევქმნათ გადაცემები და ინტერნეტ-სივრცეში განვათავსოთ. იდეა ბატონ გოგის შევთავაზეთ და ვუთხარით, რომ ერთ-ერთი გადაცემა მას უნდა წაეყვანბა, რაზეც ის სიამოვნებით დაგვთანხმდა,"- განაცხადა დათუნა ფურცხვანიძემ.