Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-ბარსელონას რეისის მგზავრების ნაწილმა ბარსელონაში გამგზავრება ვერ შეძლო

თარიღი : 26-09-2018, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი-ბარსელონას რეისი რომლიც დავთ აღმაშენებლის აეროპორტიდან 16:00 საათზე უნდა შესრულებული იყო ამ დრომდე არ გაფრენილა.

აეროპორტის წარმომადგენლებმა მგზავრებს, რომელთაც საპასპორტო კონტროლი გავლილი ჰქონდათ გამოუცხადეს, რომ "ვიზეარის" ბორტს გზაში პრობლემები შეექმნა რის გამოც 21-ე რიგის შემდეგ მგზავრებს ბარსელონას რეისზე არ აუშვებდნენ. ამ ინფორმაციას მგზავრების პროტესტი მოჰყვა, თუმცა ამ დრომდე მათ ვერ მიიღეს პასუხი, იმ შემთხვევაში თუ 1-დან 21 რიგამდე მგზავრები ბორტზე ავლენ იქნება თუ არა ფრენა უსაფრთხო.

რაც შეეხება დანარჩენი რიგის მგზავრებს, მათ არ აქვთ ინფორაცია როდის შეძლებენ ისინი ბარსელონაში გამგზავრებას. მგზავრების განცხადებით, მათ რეისის გადადების შემთხვევაშ სახვა რეისებზე აგვიანდებათ, პრობლემები ექმნებათ დაჯავშნილ სასტუმროებზე.

"26 სექტემბერს, ავიაკომპანია Wizz air-ის ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი. ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში იკვლევენ.

რადგან ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონას რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110 მგზავრმა შეძლო. დარჩენილ 50 მგზავრთან ამ წუთებში მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. ისინი ავიაკომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდებიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, ისევე, როგორც ავიაკომპანიისთვის, პრიორიტეტულია მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება განხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით,"-ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.




ნანახია: 1911-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.
140 მგზავრი ქუთაისი-სტამბოლის რეისის გაუქმებას აპროტესტებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამინდი