Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში-რა კეთდება ქალაქში?

თარიღი : 26-09-2018, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი დღეს საკრებულოს სხდომაზე სამსახურის მიერ 8 თვის განმავლობაში გაწეული ანგარიშით წარსდგა.

ბექა ყურაშვილის თქმით, ქუთაისის მასშტაბით უკვე დასრულებულია 18 ობიექტის მშენებლობა და რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტებზ,ე როგორიცაა: მდინარე ოღასკურის კალაპოტის წმენდა და კაპიტალური მოწესრიგება, რომელიც ბიუჯეტიდან 500 000 ლარით ფინანსდება. ასევე, თბილისის ქუჩის და თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე. მისივე განცხადებით, ქალაქის მასშტაბით უკვე დასრულებულია 19 საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები.

"უკვე დასრულდა იაშვილის, დუმბაძის და ბარათაშვილის ქუჩების ტენდერი, რომელიც ჯამში 3 მილიონი ლარის პროექტია. მალე დაიწყება ამ ქუჩების სავალი ნაწილისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. ასევე მიმდინარეობს ჭავჭავაძის ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დასრულდება თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია,"-განაცხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხემძღვანელმა ბექა ყურაშვილმა


ნანახია: 1315-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა

ამინდი