Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სესხის დაფარვის რა ახალი წესი ამოქმედდება 1-ლი ნოემბრიდან

თარიღი : 25-09-2018, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულებაშია" აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება სესხის გამცემი ყველა სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. დღეს კი, როგორ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.

ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დებულებით გაწერილი რეგულაციები ბანკების გარდა სხვა ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

კერძოდ, აღნიშნული დებულების თანახმად, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 20% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 800 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 160 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 5 000-7 000 ლარის ფარგლებში - 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი - 50% უნდა იყოს.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები აღემატება 10 ათას ლარს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შესაძლებელია განისაზღვროს სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა - პროცედურების შესაბამისად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის/თანამსესხებლის ჭარბვალიანობა.

ცნობისთვის, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მსესხებელი/თანამსესხებელი ითვლება ჰეჯირებულად, თუ მისი ყოველთვიური წმინდა შემოსავლები ვალუტების მიხედვით საკმარისია შესაბამის ვალუტაში არსებული ყოველთვიური გადასახდელების არანაკლებ 90%-ით მომსახურებისთვის.

bpn.ge


ნანახია: 1260-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.
დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის,
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე
საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი უკვე ოქტომბერში ამოქმედდება.
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი