ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის პრესის სახლის გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
თარიღი : 27-01-2014, 22:32 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისის პრესის სახლის გასხვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის 37ა-ში მდებარე შენობის (ქუთაისის პრესის სახლი) გასხვისება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, შენობა რჩება სსიპ ``სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს`` მართვაში, მისი გასხვისების საკითხი არ დასმულა და რუსთაველის 37ა-ში მდებარე მედიაკომპანიების (მათ შორისაა ადგილობრივი ტელევიზიებისა და რამდენიმე ქართული გაზეთის ბიუროები) საქმიანობას არანაირი ხელისშეშლა არ ემუქრება", - აღნიშნულია განცხადებაში.