Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მხატვრის განმარტება: რატომ დავხატე ქუთაისის მერი?

თარიღი : 24-09-2018, 21:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანიაა. გოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვრის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

"ბ-ნო გიგა შუშანია, მადლობა გამოხმაურებისთვის. თუ გინდათ სიმართლე გაიგოთ, ჯერ დაიხატა ოცი მხატვარი, ასევე, დავხატე იტალიის ხედები, შემდეგ, პატივისცემისთვის, დავხატე იტალიის მერი. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩამოდიოდა ქუთაისის მერი და ქვეყანა რომ წარმომეჩინა, გადავწყვიტე, ჩვენი მერიც დამეხატა. იტალიის მერი მყავდა დახატული იქაური ხედებით და ასევე, მინდოდა წარმომეჩინა ჩვენი ქალაქის საუკეთესო ხედები, რომ მეჩვენებინა მათთვის. ეს ყველაფერი იყო სიურპრიზი. იქაური მერი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ რომ გაიგო მისი პორტრეტი იყო შესრულებული, მოვიდა და დაგვაფასა. იყვნენ ძალიან გახარებულები. ჩვენი მერის წარმოჩენა იყო საქართველოს სახე, პიროვნულად ვინც არ უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება პირადულ დაფინანსებას, ეს არის დიდი სიცრუე. ვარ ოთხი შვილის მამა, რომელიც ვიმყოფებოდი თოთხმეტი წელი ემიგრაციაში. მეოთხე წელია, რაც ჩამოსული ვართ საქართველოში. სახელმწიფოდან არც ფინანსური და არც მორალური მხარდაჭერა არ გვქონია, პირიქით, ხელის შეშლა იყო ყოველთვის. რას უსმენს ჩემი ყურები, ლამის მთელი მერიის ბიუჯეტი მე მქონია შეჭმული. სირცხვილო, ქუთაისო და საქართველოვ. ცნობისათვის, ბილეთის თანხა მხატვრებმა ჩვენით გადავიხადეთ, ჩემი და ჩემი შვილის მგზავრობა 2500 ლარი დაჯდა. იქ ჩასვლის დროს მასალის თანხაც კი არ გვქონდა. მხატვრების ვალი დღემდე მაქვს 250 ევრო და სანამ აწი რამეს იტყოდეთ, გაიგეთ სიმართლე და ისე ილაპარაკეთ,"-ნათქვამია მხატვრის პოსტში.


ნანახია: 1650-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები
მერიის ინფორმაციით, 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი
მხატვრის განცხადებით, სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ახალგაზრდა მხატვარს შეხვდა და წარმატება მიულოცა.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი