Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დიეტა-რატომ თქვეს უარი ჩინოვნიკებმა სოფლის მიწვევაზე?

თარიღი : 24-09-2018, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს) ტაძრის დღესასწაულს არ დაესწრნენ. როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ჩინოვნიკებმა მოსახლეობის მიპატიჟებაზე იმ მიზეზით თქვეს უარი, რომ დიეტაზე იმყოფებოდნენ.

„პირდაპირ ამბობენ, რომ ხალხი არ აინტერესებთ და მხოლოდ ჭამა-სმისთვის არიან. ზაფხულში, ბაღებში სწავლა რომ დასრულდა და ღონისძიება გაიმართა, მაშინ მარხვაზე იყვნენ და ღონისძიებაზე ვერ მივიდნენ. ახლა დიეტის მიზეზით უარი თქვეს სოფელში წასვლაზე. ვის ხელშია ბაღდათი, საცოდაობაა. ბაღებიდან ისეთი ხალხი გაყარეს, რომლებსაცც 6-7-8 წლიანი სტაჟი ჰქონდათ და მათ ადგილზე მოიყვანეს 6 თვიანი პრაქტიკანტები, პოტენციური ხმის მიმცემები. ბიუჯეტზე სულ იძახიან, ფული არ გვაქვსო, სიმწირეაო და თვე არ გავა, საკრებულოს თავმჯდომარე და მერი სხვადასხვა ქვეყანაში ტყუილად რომ არ დადიოდნენ. ნაცნობობით და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით ინიშნება ბაღებში დამლაგებლიდან დაწყებული მენეჯერით დამთავრებული,“ - ამბობს წყარო Topnews.com.ge-სთან საუბრისას.

ბაღდათის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


ნანახია: 2105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, მერი არჩილ გოგსაძე თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება.
ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მოქალაქეებმა განუცხადეს.
სხდომის ჩაშლის მიზეზად ქვორუმის არარსებობა დასახელდა, თუმცა საკრებულოს წევრების განცხადებით, აღნიშნული მიზეზი სიმართლეს არ
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოღი, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. ასევე, მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ეთნო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში სოფლის მოსახლეობა, მაშველები და პოლიცია 76 წლის მამაკაცს ეძებენ.

ამინდი