ზესტაფონს 2019 წლის თებერვალში რეაბილიტირებული პარკი ექნება
თარიღი : 24-09-2018, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე მთლიანად 635 951 ლარია გამოყოფილი.
„სულ მალე ზესტაფონს ექნება სრულიად განახლებული, ცოცხალი და მრავალმხრივ დატვირთული ცენტრალური მოედანი. უკვე მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია: მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი; იქნება თანამედროვე განათება, სკულპტურები და სკამები,“ - განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობა.
ზესტაფონის რეაბილიტირებული პარკი 2019 წლის თებერვალში უნდა ჰქონდეს.