Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ერთ დღესაც ყველა გაიგებს, რომ ცოლ-ქმარი სახლში მშიერი ამოიხოცა"- სამტრედიაში მოხუცი ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს

თარიღი : 24-09-2018, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს.

ორ სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 70 წლის ვლადიმერ ხარაბაძის პენსიაა. მოხუცი პირველი ჯგუფის ინვალიდია და უკვე 10 წელია საწოლს არის მიჯაჭვული.

ერთი თვის წინ მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოპერაციის შემდეგ კი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გართულდა.

"მშიერები ვიხოცებით, სოციალური იმ მიზეზით მომიხსნეს, რომ ბევრი მიწის ნაკვეთი გაქვსო. ამ მიწას ვერ ვამუშავებ და შემოსავალი როგორ მექნება. ცოტა ხნის წინ ფეხი მომჭრეს და ახლა საერთოდ ვეღარ ავდგები საწოლიდან. არ ვიცი ერთ დღესაც შეიძლება მეზობლებმა გაიგონ, რომ ცოლ-ქმარი სახლში შიმშილით დავიხოცეთ,"- აცხადებს ვლადიმერ ხარაბაძე.

სოციალური დახმარების აღდგენის თხოვნით ოჯახმა სააგენტოს არაერთხელ მიმართა. სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთია, თუმცა ამ ნაკვეთის დამუშავება ცოლ-ქმარს არ შეუძლია. მათი განმარტებით ხარაბაძეების სარეიტინგო ქულა 100 ათასზე მაღალია და ფულად დახმარებას ვერ მიიღებენ.


ნანახია: 499-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
მშივრები ვიხოცებით. საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობთ, ისედაც შიშსა და ტერორში ვართ, ამათმა კიდევ სოციალური შემწეობა მოგვიხსნეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს.
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
ოთახში, სადაც 4 მცირეწლოვან ბავშვს სძინავს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ქვეწარმავლები ამოდიან, დაზიანებული კედლებიდან კი
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი