Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო

თარიღი : 20-09-2018, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. პირველ ეტაპზე ძველი საფარის აღება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს. პროექტის ღირებულება 267 000 ლარია. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში იგეგემება გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ავტოსადგურის მთელს ტერიტორიაზე.

"ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურულად. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ადგილზე ასფალტის საფარს და სანიაღვრე სისტემას მოვაწესრიგებდით და მათთვის აქ გადაადგილება პრობლემა აღარ იქნებოდა.

უკვე დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც ადგილზე გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. მოასფალტდება ავტოსადგურის არა მხოლოდ წინა ნაწილი, უკან მიმდებარე ტერიტორიაც,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 2060-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.
სანიაღვრე სისტემის, რომელიც შეფერხებით მუშაობდა ძლიერი წვიმის შემთხვევაში, რებილიტაციასთან ერთად მოეწყო რკინის ცხაურები
ქუთაისში გზის ორმოულების შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოები უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს
ქუთაისში, მწვანეყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებში სავალალო მდგომარეობა იყო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩებში

ამინდი