Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის მოადგილე კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდა

თარიღი : 20-09-2018, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე განიხილეს გაეროს - კლიმატის ცვლილების - ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებული ე.წ. „პარიზის შეთანხმებით„ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.

კონფერენცია სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის „პარიზის შეთანხმება“ შევიდა ძალაში, რომლის ძირითადი მიზნებია: 1) მნიშვნელოვნად შემცირდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და ნეგატიური ზემოქმედება ეკონომიკის სექტორებზე, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2C-მდე შეზღუდვით; 2) ქვეყნები უკეთ ადაპტირდნენ კლიმატის ცვლილებასთან და გაგრძელდეს ქვეყნების განვითარება სათბურის გაზების შემცირებული ემისიებით, ისე რომ არ შეიზღუდოს საკვების წარმოება; 3) მოზიდულ იქნას ფინანსური რესურსები სათბურის გაზების შემცირებისა და კლიმატმედეგი განვითარებისთვის. “ქუთაისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი გახდეს განახლებადი ენერგიის მოხმარების ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. რესურსების რაციონალური გამოყენება არამხოლოდ ზოგავს ფინანსურ რესურსს, არამედ ქმნის საფუძველს სუფთა და მწვანე გარემოს განვითარებისათვის.

ქუთაისი უერთდება გლობალურ მოძრაობას და ასრულებს თავის როლს ამ ძალიან მნიშვნელოვან აქტივობაში” - აღნიშნა ნინო თვალთვაძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი. ღია დიალოგის ფორმატში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.


ნანახია: 766-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობის 350.org აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის (EECCA)
შემოდგომის კლიმატი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ბოლო წლებია ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში ვინაცვლებთ.
საერთაშორისო ბანაკში ქართველი ახალგაზრდების გარდა მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის, ავსტრიის, გერმანიის,
გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული

ამინდი