Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

თარიღი : 19-09-2018, 18:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ქუთაისის მერიის შენობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები - ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.

ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვინაიდან ადგილზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. დეპუტატებმა ოპონენტები დაცინვის გამო ცემეს. კერძოდ, გუშინ მერიამ და უშუალოდ მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს.


ნანახია: 514-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

ამინდი