Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ალეკო ახალაძე: გია უკლებამ თვითონ გაიყვანა იმედა საღინაძე გარეთ-რა გახდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ჩხუბის მიზეზი?

თარიღი : 19-09-2018, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს მომხდარ ინცინდენტს იხსენებს. ინცინდენტის დროს "ქართული ოცნები"-სა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"დღეს საკრებულოზე როგორც კი შემოვიდა გიორგი უკლება, პოლემიკაში შევიდა იმედა საღინაძესთან და თვითონ მოთხოვა იმედა საღინაძეს გარეთ გასვლა. აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება და ცდილობდა იმედა საღინაძე გაეყვანა გარეთ. ამის შემდეგ ჩვენ გავყევით. ვიცოდით რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, მაგრამ არ გვეგონა თუ გიორგი უკლებას ეყოფოდა ამხელა თავხედობა, რომ თვითონ დამნაშავე, მოვიდოდა და გაუკეთებდა პროვოცირებას საკრებულოს წევრს, გაიყვანდა გარეთ და შემდეგ დაიწყებდა გინებას, ხელის ქნევას.

ფაქტი ცუდია და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, ყველას ვინც იქ იყო იმიტომ, რომ ჩვენ თმენის ვალდებულება მეტი გვაქვს და ამით განვსხვავდებით იმ სისხლისმსმელი რეჟიმისგან, რომელიც არაფრად დაგიდებდა ამ ძალადობას. დაახლოებით 10 დღის წინ გიორგი უკლებამ დადო ძალინ შეურაცხმყოფელი პოსტი, სადაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. შეიძლება პოლიტიკურ კამათში ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ არა ასეთი. თუ ვინმე არის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი, აგინებდა ყველას.

ჩვენ მაშინვე ვთხოვეთ მას, რომ მოეხადა ბოდიში, რადგან ეს არ იყო პოლიტიკური კულტურა. მიუხედავად ამისა, ის დღეს მოვიდა და გააკეთა პროვოცირება. სხვათაშორის იმ ფაქტის მერე, როცა ყველაფერი მორჩა, პირადად შემხვდა უკლება და მითხრა: შენ ასაკოვანი კაცი ხარ, დიდი ხანია პოლიტიკაში ხარ და ზუსტად მიხვდი, რომ მე დღეს შეგნებულად გავილახე თავიო. აი ეს იყო მისი პროვოცირების მთავარი ქვაკუთხედი,"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან ალეკო ახალძემ.


ნანახია: 2758-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება.
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
ქუთაისის საკრებულოს რიგით 30-ე სხდომაზე მწვავე პოლემიკა გაიმართა ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და საკრებულოს დეპუტატ გიორგი
ქუთაისის საკრებულოს რიგით 30-ე სხდომაზე მწვავე პოლემიკა გაიმართა ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და საკრებულოს დეპუტატ გიორგი

ამინდი