სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ, 'კოკა კოლას' ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ტერიტორიას აძლევენ

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია" წევრი გიგა შუშანია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფო ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას პირდაპირი წესით ასხვისებს ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე. ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად კი ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩანიშნა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი.
შუშანია გადაწყვეტილებას ბიზნესმენის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ფონდში ჩარიცხულ თანხას უკავშირებს და ამბობს, რომ სანაცლოდ ტერიტორიის დაჩქარებული წესით,ფორსირებულად გადაცემა იგეგმება.
,,თემურ ჭყონია და კოკა-კოლა ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზმენსმენს, რადგან კომპანია კოკა კოლამ სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია,"- ამბობს გიგა შუშანია.