Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს წევრებმა შოთა მურღულიას განცხადებით მიმართეს

თარიღი : 27-01-2014, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატებმა ქალაქის მერს განცხადებით მიმართეს.
დეპუტატები ვასილ კიკვიძის ძეგლის სასწრაფო დემონტაჟს ითხოვენ და შესაბამისი ბრძანების გაცემას ქალაქის მერს სთხოვენ.
საკრებულოს წევრების თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი კიკვიძის ძეგლი ქალაქში არ უნდა იდგეს.
„მაშინ, როცა უკრაინა მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გადამწყვეტ ბრძოლაშია და საერთაშორისო საზოგადოება, ისევე, როგორც ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხის გვერდით არის, მიგვაჩნია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქალაქში არ უნდა იყოს, ამიტომ მოვითხოვთ მის სასწრაფო დემონტაჟს. აღნიშნული საკითხი ბევრჯერ დაგვისვამს საკრებულოს სხდომაზე, თუმცა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების რეაგირება იგვიანებს. მივმართავთ ქუთაისის მერიას თხოვნით, პატივის სცენ საზოგადოების აზრს და მოახდინონ დემონტაჟი ვასილ კიკვიძის ძეგლის,“- განაცხადა გია გოქაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვასილ კიკვიძის ძეგლი უცნობმა პირებმა შეღებეს.
ცნობისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის სკვერდში მდებარე წითელი არმიის სარდლის კიკვიძის ძეგლის შეურაცყოფის მესამე შემთხვევაა.


ნანახია: 2326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქუთაისის სკვერდში მდებარე წითელი არმიის სარდლის კიკვიძის ძეგლის შეურაცყოფის მესამე შემთხვევაა.
გია გოქაძის თქმით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას, მან ერთი თვის წინ განცხადებით მიმართა, რომ ძეგლის
კამპანიის მონაწილეები ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს და მის ადგილას საქართველოს პირ ელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის
ქუთაისში, წითელი არმიის სარდლის, ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩამოღების საკითხი კვლავ აქტუალურია.
ქუთაისის საკრებულოს წევრები, ქალაქის პირველი არჩეული მერის ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმას მოითხოვენ. საკრებულოს წევრის გია გოქაძის

ამინდი