Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რისთვის დავიბადე, მშიერი რომ ვყოფილიყავი?,'- ვანის სოფელში მცხოვრები 13 წლის ბავშვი საკვებს ნატრობს

თარიღი : 17-09-2018, 21:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
13 წლის საბა მასზე ერთი წლით უმცროს ძმასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყელვანში ცხოვრობს. საბა ამბობს, რომ ბავშვები დედის გარეშე იზრდებიან, რადგან დედამ ისინი მიატოვა. მისივე თქმით, ის და მისი ძმა ზრდასრულებივით შრომობენ და მამას ეხმარებიან, თუმცა ოჯახი მაინც მშიერია. ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "სიკეთის ქალაქი" ავრცელებს და საზოგადოებას საბასა და მისი ძმისთვის საკვების შესაძენად დახმარებას თხოვს.

ოჯახს არც საცხოვრებელი პირობები აქვს. სახლში, სადაც ბავშვები იზრდებიან, ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

"რაც დედამ მიგვატოვა, მას შემდეგ მამა გვზრდის. მუხლები მტკივა ნამუშევარი, თუმცა წელს მოსავალმა არ გაგვიმართლა," - ამბობს საბა ჩახუნაშვილი.

მოზარდი იმასაც ამბობს, რომ ბავშვობას მოკლებულია. იხსენებს, როგორ დაწყდა გული, როდესაც მისი კლასელების მსგავსად, ექსკურსიაზე უფულობის გამო ვერ წავიდა.

"მამას ფული არ ჰქონდა და ვერ წავედი. კვირაში სამი, ოთხი დღე ისე გავა, საჭმელი არ გვაქვს. დედამ მიმატოვა და სხვას ვაინტერესებ ნეტა?," - კითხულობს საბა.

საბა ჩახუნაშვილის და მისი ძმის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 577 566 599.


ნანახია: 6744-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ხუთ მცირეწლოვანს მამა და ბებია ზრდის.
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
ოჯახი რამდენიმე კვადრატ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი გოგონა საკუთარ სახლში დედამ იპოვა.

ამინდი