წყალტუბოში მცხოვრები დევნილების გაჭირვება
თარიღი : 27-01-2014, 12:57 | კატეგორია: საზოგადოება

წყალტუბოში, სანატორიუმ „სამგურალში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებლებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.
შენობა, სადაც დევნილი ოჯახები უკვე 20 წელია თავს აფარებენ, ავარიულ მდგომარეობაშია. იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა შეისწავლა. ეკონომისტების ანგარიშში აღნიშნულია, რომ შენობაში არ არის შეყვანილი გაზი. არ არის წყალმომარაგება, გაფუჭებულია კანალიზაცია, რომელიც პირდაპირ ეზოს ტერიტორიაზე ამოდის. ელ.ენერგიაზე არ არის მრიცხველები. „ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მინისტრის მოადგილე შეხვდა და დაპირდა, რომ მიწას იყიდიდნენ და მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს იქ დაასახლებდნენ,“ - ნათქვამია ახალგაზრდა ეკონომისტების ანგარიშში.
წყალტუბოში მდებარე სანატორიუმის შენობაში დაახლოებით 152 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან ნახევარი აქ უკვე აღარ ცხოვრობს. დევნილთა განსახლების პროგრამის მეშვეობით დევნილები ფოთში გადაიყვანეს.