Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს-'ეს არის მცდარი ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა'

თარიღი : 16-09-2018, 20:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"ტელეკომპანია ,,რუსთვი 2"-ის მცდარი ინფორმაცია და ოპოზიციის მიზანმიმართული მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს მასმედია და მოსახლეობა. საუბარია გადაცემა P.s ის ანონსზე სადაც ხაზგასმითაა ნახსენები, რომ 20 ქუთაისელი მხატვრის ვიზიტი იტალიის ქალაქ კოზენცაში ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში, იტალიის მხარის სრული დაფინანსებით წავიდა და არც ერთი თეთრი დახარჯულა ქუთაისის ბიუჯეტიდან. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოკვლევა.

რაც შეეხება ქალაქის მერის პორტრეტს, ის მხატვარმა ლევან გოგატაძემ, საკუთარი სურვილით დახატა ისევე, როგორც კოზენცას მერი მარიო ოჩიუტო. მან ორივე მერს პორტრეტები საჩუქრად გადასცა.

ეს იყო მხატვრის ნება და არა ვინმეს დაკვეთა შეესრულებინა ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები.

ასევე არ გამოფენილა ეს პორტრეტები კოზენცას გალერეის რომელიმე სივრცეში. ეს იყო სახელოსნო ვორქშოფისთვის სადაც მუშაობდნენ და სტუმრებს აქვე შეეძლოთ ნამუშევრების ნახვა.

აღსანიშნავია რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ ქუთაისელ მხატვრებს არცერთ საერთაშორისო პლენერში მიუღიათ მონაწილეობა.

მხატვრები, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და არა დაფინანსებით, წელს 20 დღით პირველად წავიდნენ საერთაშორისო პლენერზე.ეს არის ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები დამეგობრებულ ქალაქებს შორის, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება.

ქუთაისსა და კოზენცას შორის დამეგობრების მემორანდუმს, მიმდინარე წლის 2 მაისს მოეწერა ხელი.

სამომავლოდ ასევე იგეგმება ადგილობრივი თეატრალური დასის გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე და ქართული ფოლკლორის გაცნობა იტალიელი მსმენელისთვის.

ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერი მოადგილესთან და ადგილობრივ დელეგაციასთან ერთად კოზენცას მერმა მარიო ოჩიუტომ მიიწვია. მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა ხელოვნება და ტურიზმი.

NS


ნანახია: 835-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის.
მხატვრის განცხადებით, სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.
ოგიტაძე გიგა შუშანიას მიმართავს და იმ მოსაზრებას უარყოფს, თითქოს 20 ქუთაისელი მხატვარის იტალიის ქალაქ კოზენცაში ვიზიტის თანხები
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი