გოგი წულაია: თუ კარგია მერიის წინ დადგან ბუტკები
თარიღი : 27-01-2014, 12:12 | კატეგორია: პოლიტიკა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისის ხელმძღვანელობას ქალაქის მასშტაბით განთავსებული ჯიხურების აღებისაკენ მოუწოდებს.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულიას განცხადებით, ქალაქის მერიამ ჯიხურები მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან აიღო, ხოლო გარეუბნებს არ შეხებია.
„მე გამოვხატავ აღშფოთებას გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის სახელით და ქუთაისის მერიას მოვუწოდებ ნუ დაყოფენ ქალაქში მაცხოვრებლებს საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური სტატუსის მიხედვით. თუ კარგია მერიის შენობის წინ დადგან ბუტკები. მოვითხოვთ, რომ ჯიხურები არა მხოლოდ ქალაქის ცენტრიდან, გარეუბნებიდანაც აიღონ,“ - ამბობს წულაია.
ცნობისთვის, ქუთაისში დაახლოებით 20-მდე ჯიხური შპს „მადლმა“ ქალაქის მერიის ნებართვით გაასხვისა. ჯიხურებში იაფი საკვები პროდუქტების გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა ჯიხურების განთავსება ქალაქში არსებული მარჯეტების მეპატრონეებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა გააპროტესტეს.