Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასახლება ქუთაისში, სადაც მოსახლეობა გზის და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს

თარიღი : 15-09-2018, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ე.წ. წერეთლის დაჩების მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს ეკუთვნის, არც გზა აქვს და არც ბუნებრივი აირი მიწოდება.

"გადაადგილება შეუძლებელია. წვიმაში უნდა ნახოთ აქ რა მდგომარეობა გვაქვს. ჯერ გზა არ არის და მერე მთელი ნიაღვარი გადმოდის. ელემენტარულს ვითხოვთ. გვპირდებიან, მაგრამ უშედეგოდ. მერიააში ჩვენი განცხადებები დევს. სამსახურში ვერ მივდივართ და ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს. მოგვაქციონ ყურადღება," - აცხადებს მოსახლეობა.

მოსახლეობის პროტესტს "თავისუფალი საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია შეუერთდა.

"მოვუწოდებ მერიას, მიაქციოს ამ ადამიანებს ყურადღება. ელემენტარული, სანიაღვრე მოუწყოს, რომ წყალი მდინარესავით არ გადმოდიოდეს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი გარე უბანში ცხოვრობს თუ შიდა უბანში, შენი მოქალაქეები არიაან და ყურადღება უნდა მიაქციო," - ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 1237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
16 ოჯახი წლებია ხელისუფლებისგან დახმარების მიღებას ცდილობს, თუმცა-უშედეგოდ.
მეზობელ სოფლებს შორის, საყულია ერთადერთი სოფელია, რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აქციით გაიხსნა. მოქალაქეებმა ხელისუფლებას ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა

ამინდი