Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქცია ზესტაფონში - 3 წლის წინ გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახი, მომხდარის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს

თარიღი : 14-09-2018, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აქცია ზესტაფონში - 3 წლის წინ გარდაცვლილი 37 წლის ედიშერ ებანოიძის ოჯახი, მომხდარის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ზესტაფონის პროკურატურასთან შეიკრიბნენ და პოლიციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

​ებანოიძე ძირულაში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მას ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა. ოჯახის წევრთა განცხადებით, 37 წლის მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები ზესტაფონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, "სამართალდამცველთა ლიგის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, პოლიციაში თქვეს, რომ საქმის ძიება პროკურატურამ შეწყვიტა.

ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრების თქმით კი, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ დამნაშავის ვინაობა არ დადგინდება.


ნანახია: 791-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მათ საქმის გამოსაძლიებლად და დამნაშავის სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ვადა მომავალ
გუშინ საღამოს კი სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა,რის შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს. დაკავებული ასევე ოფშკვითის
გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძეს ოჯახის წევრები და ახლობლები ბრალდებულის კანონის უმკაცრესი სასჯელით დასჯას მოითხოვენ.
შემთხვევა დაახლოებით 1 კვირის წინ მოხდა, ფატის შესახებ ოჯახმა 2 დღის წინ შეიტყო.
სამტრედიაში, რაიონულ პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.