'მოსწავლეებს წვიმიან ამინდში პრობლემები აღარ შეექმნებათ,'-ქუთაისის მერია 41-ე სკოლის ეზოს აწესრიგებს
თარიღი : 13-09-2018, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N 41-ე დაწყებითი სკოლის ეზოში ასფალტის კეთილმოწყობის სამუშაოები მიდმინარეობს. სკოლის ეზო უკვე მრავალი წელია ამორტიზირებულია და მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და სკოლის დაწყებამდე დასრულდება. მოწესრიგდება ასფალტის საფარი და სანიაღვრე ქსელი. სამუშაოებს კოამპანია ,,დაგი+" ასრულებს
"მრავალი წელია მშობლები სკოლის ეზოს მოწესრიგებას ითხოვდნენ, რადგან აქ უამინდობისას ფეხით გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დავიწყეთ, რომელიც მალევე დასრულდება და მოსწავლეებს წვიმიან ამინდში პრობლემები აღარ შეექმნებათ,"-განაცხადა ინფრასტრუტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა.