Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იმერეთის რეგიონში სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება"

თარიღი : 12-09-2018, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, თავიდან ილესება კედლები, იგება ახალი იატაკი, იცვლება კარ-ფანჯრები, მონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, ეწყობა ლაბორატორიები, სააქტო და სპორტ დარბაზები, ასევე შეიცვალა სანტექნიკა.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული. გეგმის მიხედვით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება.


ნანახია: 1334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლო პროცესს ქუთაისის 38 საჯარო სკოლის მოსწავლეები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებიც შეუდგნენ.

ამინდი