Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ლარ-ლარ შევკრებთ ფულს და მიწების გასხვისებას მაინც არ დავუშვებთ,'-ვანში მოსახლეობას მიწების გარეშე ტოვებენ

თარიღი : 10-09-2018, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერია იმ მიწების გასხვისებას გეგმავს, რომლითაც ორი სოფლის-ბაგინეთის და სალომინაოს მოსახლეობა სარგებლობს. საუბარია სოფელ ბაგინეთში არსებულ 10 ჰექტარ მიწის ფართობზე. ადგილობრივი ხელისუფლების გეგმით, მიწა აუქციონზე გავა და კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი 1.20 ლარი იქნება.

მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევაში მათ საძოვარი აღარ ექნებათ და საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. მოსახლეობა ითხოვს, რომ ხელისუფლებამ საძოვრები მათ იჯარით გადასცეს ან მიწების შესყიდვის საშუალება მისცეს.

"ბაგინეთში არსებული საძოვრებით ცხოვრობს სალომინაოს მოსახლეობა. ისედაც საშინელი მდგომარეობაა, ხალხს უჭირს, ესენი კი ხალხის დახმარების ნაცვლად, ადამიანებს უარეს მდგომაროებაში აგდებენ. მიწებს რომ ასხვისებენ, რას გვიპირებენ? უნდა დავიხოცოთ? ჩვენ არ დავუშვებთ ამ მიწების გასხვისებას," - ამბობს მოსახლეობა.

მოსახლეობის მოთხოვნას იზიარებს ვანის საკრებულოს დეპუტატი თორნიკე ერისთავი.

"არ ყოფილან ადგილზე და არ იციან რა ტერიტორიაზეა საუბარი. აცხადებენ, მხაზველები იყვნენ ასულიო. მხაზველმა რა იცის, მხაზველმა შეიზლება რომელიმეს სახლ-კარიც ჩასვას ასე.
მიწის ასე გაყიდვა და ხალხისთვის ასე წართმევა არ მინახავს. სალომინაოს მეტი საძოვარი არ აქვს. მიწების გაყიდვის საშუალებას არ მივცემთ. 12 000 ლარია ღირებულება. ლარ-ლარ შევკრებთ ფულს მოსახლეობაში და სხვას ამ მიწას მაინც არ ვაყიდინებთ," - ამბობს თორნიკე ერისთავი.

ვანის ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მიწების გასხვისება არ იგეგმება. ადგილზე განამრტავენ, რომ მიწის შეძენის მხოლოდ ერთი მსურველი იყო, თუმცა მას უარი განუცხადეს.


ნანახია: 1115-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიწების გარეშე დარჩენილ სოფელს კი ეკონომიკის სამინისტრო იმ საძოვარსაც უყიდის, რომელსაც მოსახლეობა სოფლის პირუტყვის გამოსაკვებად
პრობლემა ვაკისუბნის დასახლებაში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მაცხოვრებლებს აქვთ.
ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებში გასაყიდად 34-მდე მიწის ნაკვეთი აქვს გამოტანილი.
იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კოალიცია
საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო

ამინდი