Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 3 000 წლით დათარიღებული თავდაცვითი თხრილი აღმოჩნდა

თარიღი : 8-09-2018, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართულ -პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიურის მისიის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევა-ძიებისას ქალაქ ქუთაისში 3 000 წლით დათარიღებული თავდაცვითი თხრილი გამოვლინდა. წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას მიაკუთვნებენ. ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ვარაუდით აღნიშნული აღმოჩენა შესაძლოა გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია ნამდვილად ქუთაისის ამჟამინდელი გაბაშვილის გორის გარშემო (არქეოლოგიური გათხრების არეალი) არსებობდა.

ახლადგამოვლენილი თხრილის ზომები სიგანით 10მ - ს, ხოლო სიღრმე კი 6მ -ს აღწევს. არქეოლოგიური ობიექტი ტიპიურია იმ ანალოგებისა, რომლებიც გამოყენებული იყო ბრინჯაოს ხანის პერიოდში (დაახლოებით 3000-3500 წლის წინ) და მოგვიანებით - ანტიკურ ხანაში (IV -VI საუკუნეები ჩვ.წ. აღღიცხვით). იქედან გამომდინარე, რომ არქეოლოგიური თხრილის მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი სხვადასხვა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად, მეცნიერები აღმოჩენილი თხრილს ქუთაისის ადგილზე ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთ მატერიალურ დადასტურებად მიიჩნევენ.

პოლონურ-ქართული ექსპედიციის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ე.წ კოლხური ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელ ქვის ყალიბს უკავშირდება. აღმოჩენილია გამოსაწვავ ღუმელში გამოსაყენებელი კერამიკული მილი რომელიც სპეციალისტებს საკვლევი არეალის მიმდებარედ მეტალურგიის არსებობის ისტორიულ კვალზე მიანიშნებს. ქართულ-პოლონური გუნდის მიერ არქეოლოგიურ ქვედა ფენებში გამოვლენილია კოლხეთში დამზადებული გვიან ბრინჯაოს ხანის ტიპიური კერამიკული და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი. ადგილობრივად წარმოებულ მასალებთან ერთად აღმოჩენილია იმპორტირებული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.

ყურძნისა და ლეღვის წიპწების, მარცვლეულისა და სხვა საკვები მცენარეების სახით გამოვლინდა ორგანული ნარჩენებიც. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ 3 000 – 3 500 წლის წინანდელი ადგილობრივი ფლორისა და ანტიკური კოლხეთის მცხოვრებთა კვების რაციონის აღადგენაში დაეხმარება. არქეოლოგიური მასალების ნიმუშები, თხრილში აღმოჩენილი ხის საყრდენების ფრაგმენტებთან ერთად უახლოეს მომავალში პოლონეთის ქიმიურ ლაბორატორიებში შემდგომი კვლევისათვის გაიგზავნება.

არქეოლოგიური ძიებისას გამოვლენილი ობიექტები შედეგია ქართულ-პოლონური ერთობლივი კვლევითი პროცესისა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ძალისხმევით ქუთაისში ახლადგახსნილი ინტერდისციპლინარული ცენტრის ბაზაზე ხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების, ქუთაისის კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ ერთობლივად კოორდინირებულ პროექტს პოლონეთის ეროვნული ფონდი აფინანსებს.


ნანახია: 1020-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი

ამინდი