Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბექა ყურაშვილი: ბელიაშვილი-გუნიას ქუჩის მოსახლეობამ თავად თქვა უარი სანიაღვრე არხის მოწყობაზე. მერია მზად იყო ეს სამუშაოები შეესრულებინა

თარიღი : 7-09-2018, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, მერია მზად იყო ბელიაშვილი-გუნიას ქუჩის იმ ნაწილში, სადაც სანიაღვრე არხი არ არსებობდა, არხის მოწყობის სამუშაოები შეესრულებინა და ადგილზე სისტემა მოწესრგებულიყო. თუმცა, მისი თქმით სწორედ მოსახლეობის ნაწილმა, ვის სახლთანაც სანიაღვრე არხი უნდა გაჭრილიყო, უარი განაცხადა ამ სამუშაოს შესრულებაზე.

​,,ბელიაშვილი-გუნიას ქუჩა პროექტის მიხედვით დაიგო. მოწესრიგდა არა მხოლოდ ასფალტის სავალი ნაწილი, არამედ სანიაღვრე ქსელი. პროექტით არ იყო გათვალისწინებული ერთ-ერთ მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელის გაყვანა, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აქ სანიაღვრე სისტემა აუცილებელი იყო და მოსახლეობასთან შევათანხმეთ. სწორედ მოსახლეობამ განაცხადა უარი ადგილზე სანიაღვრე არხის მოწყობაზე. შესაბამისად მათი სურვილის საფუძველზე არ მოხდა დარჩენილ მცირე მონაკვეთზე სანიაღვრე არხის მოწყობა,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელიაშვილი-გუნიას ქუჩაზე მოსახლეობას გზის პრობლემა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში აწუხებდა.


ნანახია: 994-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივების განცხადებით, მერიამ გუნიას ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ქუჩაზე სანიაღვრე
"სპეციალურმა სერვისებმა" სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.
ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე, მიწის ქვეშა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
სანიაღვრე არხი რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოექცა და შესაბამისი ფილებით დაიხურა.

ამინდი