Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვისაც გჯერათ გამომყევით,'- რას ჰპირდება დათო ლიკლიკაძე მკითხველებს ყოველ კვირას?

თარიღი : 6-09-2018, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „კლინიკა ბომონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით".

აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს. კონკრეტულად რას უნდა ელოდოს დაინტერესებული აუდიტირია, რუბრიკის ავტორი თავად განმარტავს:

„მოკლედ ახლა უკვე იმ ასაკში ვარ (და იმ პერიოდშიც), ვიღაცას ჩემი ტყუილიც უნდა დაეჯერებოდეს. მით უფრო იმ ფონზე, როცა ირგვლივ ყველა სიცრუეში ვცხოვრობთ. მე ვაახლებ ჩემს რუბრიკას „ტოპ ნიუსთან“ ერთად და გპირდებით, ამ ტყუილებს იმაზე მეტად გაგილამაზებთ, ვიდრე ამას საპრეზიდენტო კანდიდატები მოახერხებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მე არანაირ დივიდენტებს არ მოვითხოვ, ჩემი ბენეფიტი მხოლოდ თქვენი კეთილი დამოკიდებულება იქნება. ხშირად იუმორით, ზოგჯერ სარკაზმით და უფრო მეტად სატირის ჟანრში კვლავ შევეცდები თქვენს გახალისებასაც და დაფიქრებასაც. „პური და სანახაობა“ ისედაც არ გვაკლია (უფრო სანახაობა). ჩემი მოკლე სტატიებით მიმდინარე კვირის ამბებს გავაშარჟებ. ის რაც ისედაც შარჟია, „გავაბანძებ“. ერთი სიტყვით, ჩემი მკითხელი არ მოიწყენს. თუ მოიწყენს და რა ვქნა ახლა... ყველა ხომ ვერ ხედავს სასწაულს. ვისაც გჯერათ, გამომყევით. მე ყოველ კვირას ვიქნები თქვენთან ახალი თემით!,“ - ამბობს რუბრიკის ავტორი.

„კლინიკა ბომონდი" მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.

მის: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი, N15.


ნანახია: 2084-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა;
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
'კლინიკა ბომონდი' მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული

ამინდი