ზესტაფონის მერიას მერის ყოფილი თანაშემწის სამსახურში აღდგენა და მისთვის 8 800 ლარის გადახდა დაევალა

ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.
ნინო ნიკაჭაძე 2015 წლიდან უვადოდ იყო დანიშნული ზესტაფონის მერის თანაშემწის პოზიციაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მასთან ვადიანი შრომით ხელშეკრულება გააფორმეს და 2017 წლის 31დეკემბერს, ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ნინო ნიკაჭაძემ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართა. სასამართლოში მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ქუთაისის ოფისის იურისტი ნატო გოგიაშვილი იცავდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მერიას ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა, რაც დღეის მდგომარეობით, 8 800 ლარს შეადგენს.