Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მეთოდებით ცდილობენ ქუთაისში პაციენტების მოზიდვას?-კონკურენცია ქუთაისის სამედიცინო სამყაროში

თარიღი : 4-09-2018, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებული კონკურენცია უკვე ღიად შესამჩნევია. როგორც ირკვევა, კლინიკების გარკვეული ნაწილი პაციენტების მიზიდვას ყალბი რეკლამით და სამედიცინო აპარატურაზე ე.წ. შრეების მატებით ცდილობს.

კონკურნტების ამგვარი პრაქტიკის შესახებ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე წერს.

„ქალები (ზოგიერთი), როცა წონას ეკითხებიან, როგორც წესი, 5 კილოს იპარავენ. კლინიკები (ზოგიერთი ), როცა კომპიუტერულ ტომოგრაფზე რეკლამას დებენ, მინიმუმ 16 შრეს ამატებენ. პასპორტი დაიდოს-თქო ხომ ვერ დავუკომენტარებ,“ - ამბობს ორჯონიკიძე.

ანჟელა ორჯონიკიძეს თავის განცხადებაში კონკრეტული კლინიკები დასახელებული არ ჰყავდა, თუმცა განცხადებას „მედიქალსიტი“-ს დირექტორი გია გრძელიძე გამოეხმაურა. როგორც გრძელიძის პასუხიდან ირკვევა, კონკურენტი კლინიკის ხელმძღვანელის რეპლიკა მან საკუთარ თავზე მიიღო.

„ სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ქალაქს რამოდენიმე თვეში შეემატება თანამედროვე დონეზე აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აუცილებელი იყო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის. გპასუხობთ კითხვაზე: კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც შევიძინეთ გამოშვებულია 2018 წლის იანვრის თვეში. ტომოგრაფი აკეთებს 16 სპირალურ ჭრას, რომლისგანაც მიიღება 32 შრე და ეს კეთდება მაქსიმალურად მცირე დროში, მინიმალური დასხივებით განსხვავებით თქვენი 2004 წლის კომპიუტერული ტომოგრაფისგან,“ - განაცხადა გია გრძელიძემ.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, ვინ და რა ინტენსივობით ამოწმებს სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო აპარატურის გამართულობას და რამდენად სანდოა ის აპარატურა, რომლითაც ქუთაისში არსებული საავადმყოფოები საქმიანობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განგვიცხადეს, რომ სააგენტო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ყველანაირ შემთხვევას განიხილავს და კონკრეტული სამედიცინო აპარატურის ვარგისიანობა-უვარგისობაზე მოკვლევა პაციენტის განცხადების საფუძველზე იწყება.

„1999 წლიდან ზემოთ უნდა იყოს აპარატურა. თუ პაციენტმა მოგვმართა, რომ მას არ გაეწია სამედიცინო მომსახურება ან ხარვეზით გაეწია, ვიწყებთ შესწავლას,“- აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.

საბოლოოდ ირკვევა, რომ პაციენტები კლინიკების ადმინისტრაციის კეთილსინდისიერების იმედზე უნდა იყვნენ.


ნანახია: 1338-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
„ევექსის“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ანჟელა ორჯონიკიძე განმარტავს, რომ მისი მიზანი კვალიფიციური კადრების შერჩევაა, თუმცა
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში პაციენტთა დაღუპვის
გაფიცულ ექიმებს ინტერვენციულის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე შეხვდა, რომელიც თანამშრომლებს დავალიანებების ანაზღაურებას მიმდინარე
ექიმებმა იმ ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს, რომელიც მათ საავადმყოფომ დააკისრა.
გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარით უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა.

ამინდი