Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მეორე სკოლა ახალ სასწავლო წელს ჩამონგრეული ჭერით შეხვდება

თარიღი : 3-09-2018, 20:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის დაწყებას შენობის პირველ სართულზე ჩამონგრეული ჭერით შეხვდება.

როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი განმარტავს, ერთი წლის წინ სკოლის შენობაში ჩატარებული რეაბილიტაციის დროს შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა.

მისივე თქმით, უკვე მზადაა რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი და ხარჯაღრიცხვა, თუმცა როდის დაიწყება სამუშოები,დირექტორისათვის უცნობია.

სკოლაში რეაბილიტაციის დაწყება სასწავლო პროცესს ნაწილობრივ ხელს შეუშლის, რადგან როგორც მურად ჯიშკარიანი ამბობს, სამი საკლასო ოთახი დროებით დაიკეტება.

შენობაში რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ უნდა განახორციელოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სადაც წერია, რომ სკოლაში ჭერი უნდა გამაგრდეს.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.


ნანახია: 1635-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
N2 სკოლას რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა. შესაბამისად, უცნობია რას მოჰყვა სკოლაში ჭერის ნგრევა.
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ჭერის ჩამონგრევს მიზეზი ორპირი ქარი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს
სასწავლო პროცესის ერთი დღით გადადების მიზეზი გათბობის სისტემის დაზიანება გახდა.