Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა მრავალი წლის განმავლობაში იყო ამორტიზირებული და გაუვალი,'- ქუთაისში, ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა იგება

თარიღი : 3-09-2018, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. გზის დაგების პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს.

„ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა მრავალი წლის განმავლობაში იყო ამორტიზირებული და გაუვალი. რამდენიმე წელია ამ გზის მოწესრიგებას ითხოვენ მშობლები, რომელთაც აქ ბავშვები დაჰყავთ. ჩვენ შევძელით ამ პრობლემების მოგვარება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი კომფორტული გარემოთი და ხელი არ შეეშალოთ სპორტულ აქტივობების განხორციელებაში. სამუშაოები დღეს დაიწყო და დღესვე დასრულდება,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 1114-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინვენტარი სკოლას საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაეცა.
ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში თაბუკაშვილის 221 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.
მიმდინარე წელს მისასვლელი გზა სულ 47 ქუჩაზე კეთდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი განხორციელება 424 406

ამინდი