Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიუმ კლასის ღვინო, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტს, ესპანეთის პრემიერს, ჩინეთის პრემიერს, შევჩენკოს და სხვა ცნობილ ადამიანებს აქვს დაგემოვნებული, წყალტუბოში მზადდება

თარიღი : 31-08-2018, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ხომლის უსახელაური"-ღვინოს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს აქვს დაგემოვნებული, წყალტუბოში კომპანია "ხომლის მარანი" აწარმოებს.

ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინო ქვევრში დავარგებულია. აქვს ჯიშური არომატი, ხომლის მთის ბუნების სასიამოვნო სურნელი და ჰარმონიულობა. კომპანია "ხომლის მარანის" დამფუძნებლის თქმით, ღვინო უძველესი მეთოდებით ყენდება.

"ლეჩხუმში რამდენი ოჯახი იყო, სადაც ასხამდნენ ამ ღვინოს და მიჰქონდათ საბჭოთა იმპერიის დედაქალაში. თეირანის 1943 წლის კონფერენციაზე სტალინი ამ ღვინით ამერიკის პრეზიდენტს რუზველტს გაუმასპინძლდა, რომელსაც ძალიან მოეწონა და დაინტერესდა ფლორიდაში თუ იხარებსო. მსოფლიოში ღვინის ბიზნესი არის პირამიდა და ჩვენი, ქართული ღვინო ყოველთვის ამ პირამიდის წვერზე უნდა იყოს. ეს არის პრემიუმ კლასის ღვინო. ბელარუსის პრეზიდენტს, ესპანეთის პრემიერს, ჩინეთის პრემიერს, შევჩენკოს და სხვა ცნობილ ადამიანებს აქვს დაგემოვნებული. ყველა მათგანს მოეწონა," - ამბობს კომპანია "ხომლის მარანის" დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.

"ხომლის მარანს" წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ზურაბიანის თქმით, ღვინის ისტორიის წარმოების განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს მეტი მსგავსი მარანი.

"ღვინის წარმოების განვითარების კუთხით აუცილებელია არსებობდეს მსგავსი მარნები და იმ ტრადიციით რა ტრადიციითაც ეს ღვინო მზადდება. თან ამ ღვინოს აქვს დიდი ისტორია. მინდა მეწარმეს ვუსურვო წარმატებები. მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეღვინეობა საქართველოში განვითარდეს და ქვეყანა იყოს წარმატებული," - ამბობს წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანი.

ხომლის უსახელაური ექსპორტზეა გატანილი და იგი რამდენიმე ქვეყანაში იყიდება. საქართველიში მისი ყიდვა მხოლოდ სამ ლოკაციაზე არის შესაძლებელი. ღვინის კომპანია "ხომლის მარნის" ვენახები, რომელიც გაშენებულია უსახელოურის გაშენების მიკრო ზონაში, მუშავდება ბუნებრივი ბიოლოგიური სასუქებითა და ბიოპრეპარატებით.


ნანახია: 4658-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე
საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია. მკვლევარების ინფორმაციით,
გამოფენაში მუნიციპალიტეტის 19-მა თემმა მიიღო მონაწილეობა და 7 სახის იმერული ღვინო წარმოადგინა.

ამინდი