Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერიაში გამორთულია ინტერნეტი და არ მუშაობს ტელეფონები"

თარიღი : 31-08-2018, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ინტერნეტის გათიშვის გამო, დასაქმებულებს პრობლემა ექმნებათ. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია წერს.

"მერიაში გამორთულია ინტერნეტი, 8 თვეა თავი ვერ მოაბეს სხვა ქსელზე გადასვლას და არ მუშაობს ტელეფონები. ქუთაისის მერი ელემენტარულ რაღაცეებს რომ ვერ აგვარებს, მნიშვნელოვანი პროექტების (ასათიანის ქუჩა, თეთრი ხიდი, ას საფეხურიანი კიბეები და ა.შ.) ჩავარდნა უკვე აღარ უნდა გაგვიკვირდეს. მობილურზე მირეკავენ მოქალაქეები, ფრაქციის ცხელი ხაზი აღარ მუშაობს. არც ინტერნეტია, არც ტელეფონი, კომპიუტერზე თამაშს ხომ არ დავიწყებდი, წამოვედი და ოფისში ვმუშაობ," - ამბობს შუშანია.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ინტერნეტის გათიშვა მავთულის დაზიანებამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც მერიას ინტერნეტის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება.


ნანახია: 1267-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩაბარების ვადა ამჯერად აღარ შეიცვლება.
ოპოზიცია ქუთაისში ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი