Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან – ცვლილება ლომბარდის და ონლაინ სესხების მომხმარებლებისთვის

თარიღი : 30-08-2018, 20:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე მცირ­დე­ბა.

იც­ვლე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ხებ­ზე ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ოდე­ნო­ბაც. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მსეს­ხებ­ლის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა, დღე­ზე სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხის 0.27%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია და რა იც­ვლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სექ­ტემ­ბრი­დან “სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის” სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი – ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი საუბრობს:

სეს­ხის აღე­ბი­სას ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ხდე­ბა წლი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა. ეს ორი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბუ­ლია სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და ასა­ხავს სეს­ხის თან­ხა­ზე და­რი­ცხულ პრო­ცენტს, მაგ­რამ არ ასა­ხავს სეს­ხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს (რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად: სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და და­ზღვე­ვის სა­კო­მი­სიო, ასე­ვე, სეს­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სიო და ა.შ.), ხოლო ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ასა­ხავს სეს­ხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ფი­ნან­სურ ხარჯს. ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი კი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ცავს, რო­გორც ნო­მი­ნა­ლურ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს, ასე­ვე სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და და­ზღვე­ვის, სეს­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სი­ოს, სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის სა­კო­მი­სი­ოს, და ა.შ.
ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სწო­რედ ეს ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ანუ მომ­ხმა­რებ­ლის მიერ სეს­ხის აღე­ბი­სას გა­წე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ხარ­ჯი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 50%-ს. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მხო­ლოდ სა­ლომ­ბარ­დე სეს­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყო 50%-ზე მა­ღა­ლი და 97-98% იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სექ­ტემ­ბრი­დან ბან­კებს ამ გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა მო­უ­წევთ.

სა­მომ­ხმა­რებ­ლო, იპო­თე­კუ­რი და სხვა სა­ხის სეს­ხე­ბის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა კი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­სა და ონ­ლა­ინ-გამ­სეს­ხებ­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ ტი­პის სეს­ხე­ბის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 50%-ს ისე­დაც არ აღ­წევ­და. ეს ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც სექ­ტემ­ბრი­დან გა­ა­ფორ­მე­ბენ რო­მე­ლი­მე სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. უკვე არ­სე­ბულ გრძელ­ვა­დი­ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა” – გან­მარ­ტავს “სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის” სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი.

“არა­სა­ბან­კო ფი­ნან­სურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის” ხელ­მძღვა­ნე­ლის ირაკ­ლი ბერ­ძე­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ლომ­ბარ­დის, ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საა კარ­გი ცვლი­ლე­ბა. ბერ­ძე­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დად­გე­ნი­ლე­ბა, სა­ბან­კო სექ­ტო­რის კლი­ენ­ტე­ბის­თვის ბევ­რს არა­ფერს შეც­ვლის.

“თუ დავ­ყოფთ ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ბან­კო სეს­ხე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბად, სა­ბან­კოს­თვის არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა, რად­გან ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არც საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის, არც იპო­თე­კუ­რი ან სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის შემ­თხვე­ვა­ში 50%-ს არ აჭარ­ბებს. საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის შემ­თხვვე­ში 36-42 პრო­ცენ­ტამ­დე მერ­ყე­ობს, რაც ნამ­დვი­ლად ნაკ­ლე­ბია 50%-ზე.

ვი­თა­რე­ბა იც­ვლე­ბა ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. იმი­ტომ რომ, მთელ რიგ შემ­თხვე­ვა­ში საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მათ 50%-ზე ბევ­რად მა­ღა­ლი აქვთ. ასე­ვე ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დი­დია იმ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ე.წ. ყო­ველ­დღი­ურ სეს­ხებს გას­ცე­მენ. ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მათ მომ­ხმა­რებ­ლებ­საც შე­უმ­ცირ­დე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად კი სეს­ხი გა­უ­იაფ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­რი­მებს, ბან­კი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის სა­კო­მი­სი­ოს მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი­დან ით­ვლი­და და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 0,5% – შე­ად­გენ­და და ეს ასეც გაგ­რძელ­დე­ბა. ჯა­რი­მე­ბის ნა­წილ­ში ცვლი­ე­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ ლომ­ბარ­დებს და თუ აქამ­დე ამ ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სეს­ხის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მომ­ხმა­რებ­ლებს ძირი თან­ხის 0,4-0,5%-ს არი­ცხავ­დნენ, მათ ამ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა მო­უ­წევთ.

ambebi.ge


ნანახია: 2975-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამინდი