Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი აშენდება

თარიღი : 29-08-2018, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტს „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა" ჰქვია.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ფარგლებში, განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

• საქართველოში პირველად, ქალაქ ქუთაისში აშენდება მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი (ფართი- 3000 კვ.მ) და დაიწყება მწვანე ნარჩენების კომპოსტირების განხორციელება;
• შეიქმნება კომპოსტირების საპილოტე საიტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში;
• საქართველოში პირველად,ქალაქ ქუთაისში, მუნიციპალურ დონეზე, დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის:პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ლითონის სეპარირებული შეგროვება;
• დაიწყება პლასტმასის სეპარირებული შეგროვება ქალაქ ფოთში, ქალაქ ქუთაისის მაგალითზე;
• შემუშავდება ქალაქ ქუთაისის ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის გეგმა;
• დაიწყება ქალაქ ქუთაისში სახიფათო ნარჩენების შეგროვების ორგანიზება.
• განხორციელდება გადამუშავების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა.
• პროექტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი შეიძენს სპეციალიზირებულ ტექნიკასა და სხვა საჭირო ინვენტარს;

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 008 497 EUR, აქედან გრანტის სახით გამოყოფილი თანხის ოდენობაა 927 817,24 EUR. უშუალოდ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიიღებს 418 618 EUR-ს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენების დაბინძურებისაგან შემცირება, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების გზით. მისი ხანგრძლივობა 26 თვეს მოიცავს.




ნანახია: 1419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე
2015 წელს ნიკეას ნაგავსაყრელი თერჯოლაში გადავა
აღნიშნული პროექტი ქუთაისში 2013 წლიდან ევროკავშირის "შავი ზღვის აუზის 2007–2013 წწ. პროგრამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის

ამინდი