Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს ინფექციის წყაროდ,'- რა არის ნასიცხი და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?

თარიღი : 29-08-2018, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზაფხულის პერიოდში ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვებს ნასიცხი უვითარდებათ. ეს არის კანი გაღიზიანება, რომელიც, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა ადვილად იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროდ. უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე „კლინიკა ბომონდი“-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა ჩუბინიძე გვესაუბრება.

რა არის ნასიცხი და როდის ვითარდება ის?
ნასიცხი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება გაძლიერებული ოფლდენის და გადახურების დროს. ვინაიდან ზაფხულში გარემოს ტემპერტურა მკვეთრად მატულობს და პატარა ოფლიანობს, ეს პრობლემა აქტუალური ხდება, თუმცა იგი ზამთრის პერიოდშიც შეიძლება განვითარდეს, თუ ბავშვს ზედმეტად თბილად აცვია ან ოთახში, სადაც პატარა იმყოფება, არასათანადო ტემპერატურაა. გასათვალისწინებელია ჰიგიენური ფაქტორიც.

ნასიცხი გამონაყარი ნებისმიერი ასაკის ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს, თუმცა უფრო ხშირად ჩვილ ბავშვებში გვხვდება. მის განვითარებას ხელს უწყობს ჩვილის კანის ანატომიურ–ფიზიოლოგიური თავისებურებები: კანი თხელია, მის ფენებს შორის კავშირი სუსტია, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, საოფლე ჯირკვლების სადინარები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, კანის ვიწრო ფორები კი ადვილად იხშობა, რაც კანის გაღიზიანებას იწვევს და ძირითადად წვრილი წითელი გამონაყრის ან კანქვეშა ხორკლიანი გამონაყარის სახით ვლინდება.

ნასიცხი გამონაყარი მეტად გამოიხატება ფიზიოლოგიურ ნაოჭებში, კისრის, გულმკერდის არეში, იღლიის ფოსოში. გამონაყარი მტკივნეული არ არის, თუმცა მას შესაძლოა მცირე ქავილი ახლდეს თან და ბავშვს დისკომფორტს უქმნიდეს. ნასიცხის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა ნორმალური, მაგრამ დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროდ. ეს კი საშიშია, რადგან მიკრობები იწვევენ კანის ანთებას, ჩირქოვან გამონაყარს, რომელიც სახიფათოა ბავშვისთვის. ამიტომ საჭიროა პრობლემის დროული გამოვლენა. იდენტიფიცირება თუ რა სახის გამონაყარია და შემდეგ საჭირო მკურნალობის ჩატარება.

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ნასიცხი?
პირველ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია შევამციროთ ოფლიანობა. ბავშვს შეძლებისდაგვარად შევუქმნათ მშრალი, გრილი გარემო. უპირველესად ჩვილის ოთახის ტემპერატურა უნდა დარეგულირდეს. პატარისთვის საუკეთესო ტემპერატურა 20-22 გრადუსია. დღეში მინიმუმ 3 ჯერ მაინც უნდა დაბანოთ ბავშვი და ჩააცვათ გრილი, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული სამოსი, რათა კანმა შეძლოს სუნთქვა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია და თუ რაიმე მიზეზით წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და კარგად გაამშრალეთ.ყურადღება მიაქციეთ კანის სისუფთავეს, რათა დაიცვათ მიკრობების შეჭრისა და მეორადი ინფექციის განვითარებისგან. ნუ გამოიყენებთ ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით მხოლოდ უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ. მიაწოდეთ სითხეების გაზრდილი რაოდენობა, რადგან ოფლის სახით ბავშვი სითხეს კარგავს, რამაც შესაძლოა გადახურება და ბავშვის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ნასიცხის დროს ყოველთვის არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი, მაგრამ თუ ეჭვია კანის ინფექციაზე, არის ჩირქოვანი გამონაყარი და სხვა, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.


ნანახია: 1941-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტორუჯი 14 დღის განმავლობაში მოქმედებს. მისი მოხმარების შემდეგ კი კანი უფრო გლუვი და ბარხატისებური ხდება.
როგორც ირკვევა, სახესა და ზოგადად კანზე გამონაყარის შემთხვევაში საქმე მარტივად ნამდვილად არ არის და სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.
კოსმეტოლოგებსა და ვიზაჟისტებს ხშირად ეკითხებიან: რისი ხმარება ჯობს ზაფხულში - პუდრისა თუ ტონალური კრემის?
თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და თუ თქვენი პატარის მოვლამ კანის სიმშრალე გამოიწვია, ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს კანს:
თანამედროვე კოსმეტოლოგიას კანის პრობლემების გადასაჭრელად უზარმაზარი არსენალი გააჩნია.

ამინდი