ქუთაისის მერია დუმბაძის, იაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების მოწესრიგებას გეგმავს
თარიღი : 29-08-2018, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერია ქალაქში იაშვილის, დუმბაძის და ბარათაშვილის ქუჩების მოწესრიგებას გეგმავს.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარების მოწესრიგება იგეგმება. სამი ქუჩის კეთილმოწყობას მერია რეგიონალური განვითარების ფონდიდან გადმორიცხული 2 322 700 ლარით გეგმავს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის გამოვლენამდე, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.