ქუთაისში ნაცემი ერაყელი სტუდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი
თარიღი : 24-01-2014, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში ერაყელი სტუდენტი სცემეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერაყელი სტუდენტი, რომელიც ქუთაისში სასწავლებლად ახალი ჩამოსული იყო, ახალგაზრდებმა წარმომავლობის გამო სცემეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერაყელი სტუდენტი ამ დრომდე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შემთხვევა უნივერსიტეტის გარე ტერიტორიაზე მოხდა.
„როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ერაყელი სტუდენტი უბნის ახალგაზრდებმა სცემეს. მოტივი რა იყო ნამდვილად ვერ გეტყვით“ - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
ერაყელი სტუდენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურ სამედეცინო პროგრამაზე სწავლობს.
წყარო: ძველი ქალაქი