სალომე ზურაბიშვილი: ქუთაისი უნდა იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზურაბიშვილი ასევე, მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
"ძალიან მაღალი მოლოდინი მაქვს. ბუნებრივია, როგორც პარლამენტარს, მაქვს ახლო ურთიერთობები ქუთაისელებთან, ამის იქით ქუთაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის, საერთოდ ეს არის საქართველოს მეორე ქალაქი, რეალურად კულტურის დედაქალაქი და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია. სამწუხაროდ დიდხანს იყო ქუთაისი მიტოვებული და მიძინებული. მე ვაპირებ როგორც პრეზიდენტი ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ეს როლი სახელმწიფოში და მსოფლიოში, რომ იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.