Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია,'- რა პრობლემები შეიქმნა შემოვლითი გზის მშენებლობაზე?

თარიღი : 25-08-2018, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილეები და გურიის გუბერნატორი სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე ამ ეტაპზე, დარჩენილ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე და მეოთხე მონაკვეთებს, სამუშაოები ხორციელდება, თუმცა გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენით.

სამინისტროს ინფორმაციით, კონტარქტორ ორგანიზაციებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას დაშვებულ ხარვეზებზე მითითება მიეცათ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს.

„სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე ამ დროისთვის, ყრილის მოწყობის, ხიდების მშენებლობისა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება არსებული ჯდენების მონიტორინგი. რაც შეეხება მე-4 მონაკვეთს, ყრილის მოწყობის, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, ჯდენების დასაჩქარებლად ხდება დამატებითი მასალის შეტანა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტზე, პრობლემა, რომელიც მოსახლეობას შეექმნა გზის მშენებლობის გამო, აღმოფხვრილია. მოეწყო დროებითი გადასასვლელები საქონლის გადასარეკად, დროებითი გადასასვლელებით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას პროექტის დასრულებამდე ექნება.

„სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მშენებლობის მონიტორინგს, კონტრაქტორ ორგანიზაციებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები და მითითებები სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. გზის გარკვეული მონაკვეთები დაკვირვების რეჟიმშია და როდესაც შეწყდება გეოლოგიური კვლევის პროცესი, შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. ეს პროექტი, სამწუხაროდ, რამდენჯერმე უკვე გადავადდა, წელსაც ის გეგმა, რომელიც გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ გზის მონაკვეთზე ვერ შესრულდა, ობიექტური მიზეზების გამო, გადავადება, სავარაუდოდ, კიდევ არის მოსალოდნელი. დამოკიდებული ვართ გზის მდგომარეობაზე ე.წ. ჯდენებზე და იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი შევძლებთ სამუშაოების გაგრძელებას. დღეს, სადაც ეს შესაძლებელია სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საბოლოოდ მივიღოთ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის 51,5 კილომეტრიანი მონაკვეთია. პირველი -11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველმაისსა და გაუწყინარს გაივლის.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანია სფალტ–ბეტონის გზის, 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 42 რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა.

მე–4 მონაკვეთი კი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფ. სუფსის გარკვეულ ნაწილს ჩრდილოეთის მხარეს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.


ნანახია: 1822-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამტრედიაში, სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაახლოებით 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის გახსნის
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4
ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს და მაგისტრალი გადაკეტეს.

ამინდი